logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საქართველოს ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს ევროპულ ოჯახში
- +

25 აპრილი. 2016. 11:54


 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის რეჟიმის მისაღებად პრობლემები არ შეექმნება. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არსებობს.  


„მე უფრო გავამახვილებდი ყურადღებას იმაზე, თუ რას წარმოადგენს დღეს საქართველო. ეს არის 21-ე საუკუნის განვითარებული ევროპული ქვეყანა - განვითარებული თავისი ხედვებით, პოლიტიკური სისტემით, სტაბილურობით, მიუხედავად იმ უამრავი პრობლემისა, რომელიც პატარა ქვეყანას დაატყდა თავს და მიუხედავად გამოწვევებისა. ვფიქრობ, საქართველოს ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს ევროპულ ოჯახში და ვიზალიბერალიზაცია ამის ერთ-ერთი გამოხატულება იქნება. ეს არ არის თემა, რომელიც მხოლოდ საქართველოს სურვილს უკავშირდება. ევროპული სურვილიც არის, რომ მათ რიგებს შეემატოს ის ქვეყანა, რომელიც ამას იმსახურებს და პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა ვოლსკიმ.


ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი დღეს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავს.


საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს იმ ქვეყნების სიაში გადაყვანას, რომლის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner