logo_geo
eng_logo
დროებითი მოთავსების იზოლატორებში ვიდეოჩანაწერები ერთის ნაცვლად, 5 დღეში განადგურდება
- +

6 თებერვალი. 2018. 14:15



შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეების მიერ ჩაწერილი მასალა ერთი დღის ნაცვლად, 5 დღეში განადგურდება. აღნიშნული ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" ბრძანებაში შევიდა.


ახალი წესის თანახმად კი, ჩანაწერი მართვის ოთახში 24 საათის ნაცვლად, არანაკლებ 120 საათისა უნდა შეინახონ. ამ დროის გასვლის შემდეგ კი უკვე შესაძლებელი იქნება ძველის წაშლა და ახალი მასალის ჩაწერა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner