logo_geo
eng_logo
შსს-მ 4 თებერვალს მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
- +

6 თებერვალი. 2018. 14:36


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

 

„მოგახსენებთ, რომ ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გავხსენით.

 

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა,  მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1980 წელს დაბადებულ  დ.ქ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი  იარაღიდან გასროლით  სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა,  რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებული - თბილისში დააკავეს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის  ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე  მუხლით და 236 -ე მუხლით. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner