logo_geo
eng_logo
შსს-მ სამი ტრანსგენდერი ქალის ცემისთვის 2 ადამიანი დააკავა
- +

6 თებერვალი. 2018. 14:39


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრანსგენდერი ქალების ცემისთვის 2 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


დაკავებულ პირებს 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 დაზარალებულს.


დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.


შემთხვევა 28 იანვარს მოხდა.


2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ტრანსგენდერი ქალის მიმართ გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი 2018 წლის 31 იანვარს სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner