აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ამერიკაში ძლიერ ბიძგს მისცემს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღმავებას.
„ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დაისახება. ამ ვიზიტის მთავარი მნიშვნელობა გახლავთ ის, რომ კიდევ ერთი მორიგი, ძლიერი ბიძგი მისცეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და გაფართოებას. ვიზიტის განმავლობაში ერთგვარად შეჯამდება განვლილი პერიოდი, ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე, დაისახება ახალი პერსპექტივები. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს რეგიონში არის სამაგალითო ურთიერთობები. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მაქვს მხედველობაში.
ის ძალისხმევა, რასაც ორივე ქვეყანა მიმართავს ამ თანამშრომლობის განვითარებისთვის, თვალნათლივ ჩანს. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია არსებობს იმისათვის, რომ უფრო გაღრმავდეს ეს ურთიერთობები", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.