logo_geo
eng_logo
არჩილ გეგეშიძე: ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სამაგალითოა
- +

25 აპრილი. 2016. 12:22



აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ამერიკაში ძლიერ ბიძგს მისცემს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღმავებას.



ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დაისახება. ამ ვიზიტის მთავარი მნიშვნელობა გახლავთ ის, რომ კიდევ ერთი მორიგი, ძლიერი ბიძგი მისცეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და გაფართოებას. ვიზიტის განმავლობაში ერთგვარად შეჯამდება განვლილი პერიოდი, ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე, დაისახება ახალი პერსპექტივები. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს რეგიონში არის სამაგალითო ურთიერთობები. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მაქვს მხედველობაში.

ის ძალისხმევა, რასაც ორივე ქვეყანა მიმართავს ამ თანამშრომლობის განვითარებისთვის, თვალნათლივ ჩანს. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია არსებობს იმისათვის, რომ უფრო გაღმავდეს ეს ურთიერთობები", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner