მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით რუსლან ალდამოვის საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„ხსენებულ საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა, საქმის სპეციფიკიდან და ხასიათიდან გამომდინარე არ მიმაჩნია საუბარი მიზანშეწონილად იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე, რასაც მომავალში ვაპირებთ. მას შემდეგ, რაც ჩატარდება გამოძიება და იქნება კონკრეტული შედეგები, მოგეწოდებათ ინფორმაცია", - განახადა შოთაძემ.