logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ყოფილი პროკურორის მილენა მითაიშვილის საქმეზე გენერალურმა ინსპექციამ საქმის წარმოება შეწყვიტა
- +

6 თებერვალი. 2018. 17:36



საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ყოფილი პროკურორის მილენა მითაიშვილის საქმეზე მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ საქმის წარმოება შეწყვიტა.


შოთაძის განმარტებით, საქმის წარმოების შეწყვეტის მიზეზი მილენა მითაიშვილის თანამდებობის დატოვება გახდა.


„საუბარია ჩვენს ყოფილ თანამშრომელზე. მილენა მითაიშვილი აღარ არის დღესდღეობით ჩვენი თანამშრომელი. მისი განცხადება დათხოვნის შესახებ დავაკმაყოფილე. რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, რომელიც მიმდინარეობს კონკრეტული მოქალაქეების მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების ჩადენასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ასევე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მილენა მითაიშვილის განცხადების საფუძველზე, მის მიმართ ძალადობის ფაქტის ჩადენის თაობაზე. ასევე მიმდინარეობს მისი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ფაქტზე. ეს გამოძიებები ჩატარდება ობიექტურად და საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნულ ფაქტზე ყოფილი პროკურორის მიმართ გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობდა სამსახურებრივი შემოწმება, რისი დასკვნაც საკონსულტაციო საბჭოზე ვეღარ გავიდა, რადგან მითაიშვილმა მანამდე დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ, რაც დავაკმაყოფილე", - განაცხადა შოთაძემ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner