logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე ხდება ექსტრადირების საკითხის დასაშვებობის შესწავლა
- +

6 თებერვალი. 2018. 17:36



საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი არ არის საქართველოს პროკურატურის მხრიდან ბრალდებული, შესაბამისად, საქართველოს სასამართლოში პროცესი მისი ბრალეულობის საკითხზე არ მიმდინარეობს.

 

„საკმაოდ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ, რაც საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა განეხორციელებინა - სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მივმართეთ სასამართლოს. ხდება ექსტრადირების საკითხის დასაშვებობის შესწავლა. ეს განხილვები წარიმართება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით. ჩვენ წარვადგენთ თურქეთის მხრიდან მოწოდებულ დოკუმენტაციას, დაცვის მხარე და ნებისმიერი დაინტერესებული პირი წარადგენს მის ხელთ არსებულ მასალებს, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა შოთაძემ.


კითხვაზე, აქვს თუ არა მთავარ პროკურატურას მტკიცებულებები, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირშია, შოთაძემ განაცხადა, რომ პროცესი თურქეთიდან მიღებული სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე მიმდინარეობს.

 

„ამ შემთხვევაში ეს არ არის ჩვენი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. ხსენებული პიროვნება არ არის საქართველოს პროკურატურის ბრალდებული. აქ საუბარია ექსტრადირების საკითხზე. თურქეთის პროკურატურიდან მიღებული სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო თანამშრომლობის კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში ხდება ეს პროცესი", - განაცხადა შოთაძემ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner