logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: პროკურატურამ ინფორმაცია მომაწოდა, რომ...
- +

6 თებერვალი. 2018. 18:11



2018 წლის 3 თებერვალს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 13 წელი გავიდა.


პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბარში იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურა ზურაბ ჟვანიას საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

 

„ზურას საქმეზე პროკურატურისთვის ჩვენება მაქვს მიცემული იმ პირზე, ვინც იმ ბინაში სპექტაკლი დადგა და იმ სიბინძურეს ორგანიზება გაუკეთა, დავასახელე მისი სახელი და გვარი, მივაწოდე ინფორმაციაც, რომ ამ პირის მიერ საქართველოს საზღვრების დატოვება 2005 წლის 30 იანვარს დაფიქსირდა, ანუ ზურას გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე. თუმცა, რეალურად, ეს ადამიანი ამ დროს საქართველოში იმყოფებოდა. ინტერპოლით შეიძლება მოძიება, როდის მოხდა ამ პიროვნების ქვეყნის გარეთ დაფიქსირება. დღეს ის ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთშია და პროკურატურამ ინფორმაცია მომაწოდა, რომ იმ დროიდან მოყოლებული, საქართველოში აღარ ჩამოსულა.

 

იმედს ვიტოვებ, რომ პროკურატურის მხრიდან დუმილი მოახლოებული ქარიშხლისწინა სიჩუმეა და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ!" - განაცხადა ხოფერიამ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner