„ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენმა შვილებმა ოფიციანტებად იმუშაონ", - ბიზნესმენი ლევან ვასაძე საკუთარ განცხადებებზე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განმარტებას აკეთებს.
„ეგ ფრაზა ასე არ მითქვამს და თავი ვალდებულად არ მიმაჩნია, განვმარტო, რაც ვთქვი. თავს არ დავიმცირებ, ვისაც არ უნდა გაიგოს, რა ვთქვი, ის ვერასოდეს გაიგებს. აქ ყველაზე ირონიული ისაა, რომ მე 19 წლის ასაკში საფრანგეთში ყოფნისას ქარხანაში მტვირთავად ვმუშაობდი და სწორედ ამის გამო თბილისელი ლიბერალები დამცინოდნენ, შეგვარცხვინაო. დარწმუნებული ვარ, ის ხალხი, ვინც ახლა დამცინის, თავიანთ შვილებს ოფიციანტად არასოდეს არ ამუშავებენ. ვიცი, იმიტომ, რომ მოუმართავთ დახმარებისთვის, შვილი მომიწყეო და წინადადება უთაკილიათ. ამჯობინებენ, გრანტებისთვის იმათხოვრონ და ამ გრანტის მისაღებად საქართველოს ყველა სიწმინდეს უღალატონ და გაყიდონ", - ამბობს ვასაძე.