logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება!
- +

25 აპრილი. 2016. 12:24



RFI-ის საიტზე განთავსებული ინტერვიუს თარგმანი:


 „რუსეთი უნდა დაეთანხმოს, რომ მათ მეტ ღირსებას მოუტანს საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა, ვიდრე ომი", - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.


ავტორი: დანიელ სინგლტონი


„საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება პასპორტის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით და ამით უნდა დაჩქარდეს მოქალაქეების [უვიზო] მიმოსვლა შენგენის სივრცეში ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა RFI -ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.


მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან კავშირების განმტკიცების მიზნით მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქათველოს საგარეო პოლიტიკისათვის ასევე არანაკლებ საკვანძოა ორმხრივი ურთიერთობები.


„რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ალბათ, ვიდრე ევროკავშირის შორეული წევრობა, საქართველოს უფრო დიდი მიზანია, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის - NATO-ს შემადგენელი ნაწილი.

 

2002 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ NATO-ს წევრობა იყო საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საბოლოო მიზანი. თუმცა, 2008 და 2014 წლებში გაწევრების სამოქმედო გეგმის (MAP - გზა, რათა გახდე დასავლური თავდაცვის ორგანიზაციის ნაწილი) მიუღებლობა იყო რეგრესი ამ გზაზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.


თუმცა, RFI-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 2014 წელს ქვეყანას ალიანსის სტანდარტებთან ყველაზე თავსებადი სამხედრო ძალების მქონე NATO-ს არაწევრი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. ქართველი სამხედროები მონაწილეობენ NATO-ს ოპერაციებში ავღანეთში, ისევე როგორც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში.


„რუსეთმა, - განაცხადა პრეზიდენტმა, - უნდა გაიაზროს, რომ საქართველოსათვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების მშვიდობიანი გზით დაბრუნებაში დახმარებით, ის შეიძენს მეგობრებს რეგიონში". პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისის ერთადერთი გადაწყვეტა დიპლომატიაშია და არა ომში.


პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ როლში, რომელიც საქართველოს, როგორც აზიასა და ევროპას შორის ცენტრს შეუძლია შეასრულოს; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენითა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წყალობით, რომელიც მალე შევა ექსპლუატაციაში, ჩინეთი და ცენტრალური აზია დაუკავშირდება ევროპას.


პრეზიდენტის პირადი განცხადებით, ქსოვა - მისი გასაოცარი ჰობი, მან მოწევისათვის თავის დანებების მიზნით, როგორც „დრამატული ძალისხმევის ნაწილი" გამოიყენა. თუმცა, პრეზიდენტმა ასევე გააფრთხილა სხვა მწეველები, რომ „ეს მათ ვერ დაეხმარებათ".


http://en.rfi.fr/europe/20160422-Georgian-President-Margvelashvili-Abkhazia-South-Ossetia-Russia-peaceful-solutions




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner