logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: მანდატურის ასაკის ზღვარმა შესაძლოა, აიწიოს
- +

6 თებერვალი. 2018. 20:40


 

„გამოითქვა ისეთი შენიშვნები, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ", - განაცხადება განათლების კომიტეტზე „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის შემდეგ შს მინისტრის მოადგილემ. ნათია მეზვრიშვილის თქმით, მანდატურის ასაკის ზღვარმა შესაძლოა აიწიოს, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ განხილვის საკითხი იქნება.

 

„სოციალური სამსახურის როლს გაესვა ხაზი, რაზეც დაფიქრება ნამდვილად ღირს, რისი გათვალისწინებაც მოხდება, სანამ კანონი საბოლოო სახეს მიიღებს. შეყოვნების მექანიზმი არის აუცილებელი იმისთვის, რომ როდესაც სკოლაში ინციდენტი ხდება, მანდატურს ჰქონდეს შესაძლებლობა ინციდენტი განმუხტოს, განაცალკევოს მოსწავლე და შეაყოვნოს სანამ მშობელი ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი მოვა. ამაში უკანონო არაფერია. ჩვენ ამის რეგულირებასკანონში ისე მოვახდენთ, რომ ეს არ დაემსგავსოს დაკავებას, პატიმრობას ან სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს, რომელსაც პოლიცია იყენებს ხოლმე როგორც წესი. შეყოვნება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ორი მოზარდი ჩხუბობს და მაგალითად ერთს უჭირავს ცივი იარაღი და იმ მიზნით, რომ სიტუაცია განიმუხტოს, მანდატურს ჰქონდეს შესაძლებლობა განაცალკეოს მოზარდები და გაიყვანოს თუნდაც გვერდით განკუთნილ ოთახში", - განაცხადა მეზვრიშვილმა.


სკოლის უსაფრთხოების კონცეფციის, კერძოდ, საქართველოს კანონში „ზოგადი განათლების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე" განათლების კომიტეტში განხილვა გაიმართა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner