რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს 6 თებერვალია!
ჩემთვის ორი სათაყვანებელი ადამიანის დაბადების დღე... მამაჩემის, სიკო დოლიძის და ჩემი მაესტროს, ჩემი დიდი პედაგოგის, მიხეილ თუმანიშვილის...
ჩემს ცხოვრებაში არაფერი არაა შემთხვევითი...
1967 წლიდან არ მოვცილებივარ ერთი შემთხვევის გარდა ბ-ნ მიშას და ყველა მის დაბადების დღეზე მასთან ვიყავი!
მისი წასვლის შემდეგ კი ყოველთვის თეატრში...
და დღეს ამდენი წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა მის თეატრში, რომლის შექმნაში (ღმერთო ნუ მიწყენ ამპარტავნობისთვის) ლომის წვლილი მიმიძღვის მე აღარ ვიქნები!
ეს ჩემი არჩევანია, რადგან იქ, ჩვენს თეატრში დაირღვა ერთგულების უზენაესი კანონი!
ერთგულებისა, რომლის გარეშეც სირცხვილი უნდა იყოს იმ რამდენიმე ადამიანისთვის, რომელმაც ეს ჩაიდინა, სცენიდან ბ-ნი მიშას ნააზრევის „გამოთქმით" წაკითხვა...
დიდი მადლობა მამაჩემსაც და ბ-ნ მიშასაც იმისთვის, რომ ადამიანის ყველაზე დიდი განძი სიყვარულისა და ერთგულების ფასი მასწავლეს და მასწავლეს ისიც, თუ როგორი მტკიცე უნდა ვიყო, რომ არასდროს ვუღალატო ადამიანისთვის ამ ორი მცნების უცილობლობას...
დიდი მადლობით ვიხსენებ ჩემს პირველ ჯგუფს, იმ პირველ მე-11 აუდიტორიას, რომელიც დღემდე ჩემი სიამაყე და საგანძურია:
მარი ჯანაშია, ნანი ჩიქვინიძე, მანანა გამცემლიძე, ნანა კვასხვაძე, დათო კვირცხალია, კახა კახაბრიშვილი, გივი ჩუგუაშვილი, მაგდა ნებურიშვილი, მანანა მენაბდე, რეზო ჩხაიძე, ბესო ხიდაშელი, ჟენია ბასილაშვილი, ლალი ნიკოლაძე, ლიუდა მაზანაშვილი...
„სანამ არსებობენ წმინდა კედლები, შევეწირები"...
ეს იყო ჩვენი დევიზი....
და რატილის ჩვენი ჰიმნი: „აღარ იძვრის, ტყეს ძინავს ფრინველთ, კრთება ფოთლების შრიალი..."
ნათელში იყავი, ჩემი სატაყვანებელო მამა!
ნათელში იყავით, ბ-ნო მიშა!
დიდი მადლობა, რომ ყველა ფოტოს, რომელიც მაჩუქეთ აწერია
„ჩემს ერთგულ ქეთის"..."- წერს დოლიძე.