რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევას გამოეხმაურა.
„თქვენ თვითონ გჯერათ ეს?! ძალიან გული მტკივა, რომ, არჩევნების წინ დღევანდელი ხელისუფლება არ არის ისეთი წარმატებული, როგორც გვეგონა და გვინდოდა, მაგრამ მითხარით, ეს შეიძლება შეადარო წინა ხელისუფელბას? - ან ბრმა უნდა იყო და ან შეგნებულად ანგაჟირებული, ამიტომ მე აბსოლუტურად ვერ დავიჯერებ, ვერ დავეთანხმები მათ მონაცემებს.
IRI-საც და სხვებსაც უთხარით: „აღდგომა და ხვალეო" - იქნება არჩევნები. მე კარგად მახსოვს, როგორი დასკვნები კეთდებოდა 2012 წლის არჩევნების წინ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით და რა შედეგი იყო, ყველამ კარგად ნახა. მე დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით ის შედეგი იქნება ახლაც", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.