logo_geo
eng_logo
გენპროკურორის მოადგილე: მიხეილ სააკაშვილმა სერგეი კურჩენკოსთან საუბრის ფაქტი დაადასტურა
- +

6 თებერვალი. 2018. 22:58



უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის ევგენი ენინის განცხადებით, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ფაქტობრივად, რუსეთში მიმალვაში მყოფ ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოსთან საუბრის ფაქტი დაადასტურა. ამის შესახებ ენინმა „ukranews.com"-ს განუცხადა.


„სააკაშვილი ერთგულია თავისი პროცესუალური ვალდებულებების, მისცა ჩვენებები, რომლებსაც გამოძიება მიიჩნევს ისეთებად, რომლებიც ნაწილობრივ ადასტურებენ მის მიერ საკუთარი ბრალის აღიარებად - ფაქტობრივად, არ უარყოფს კურჩენკოსთან საუბრის ფაქტს. ამიტომ, საზოგადოებაში არსებული რეზონანსის გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, არ გაუგრძელდეს აღკვეთის ღონისძიება", - განაცხადა გენპროკურორის მოადგილემ.


მანვე აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების გაგრძელება გამომძიებლისა და პროცესუალური ხელმძღვანელის პრეროგატივაა.


როგორც ცნობილია, უკრაინის გენერალურ პროკურატურას გამოქვეყნებული აქვს სატელეფონო საუბარი, რომლიც, უწყების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს შორის სატელეფონო საუბარია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner