logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: უგულავა რომ მედიის თავისუფლებაზე ისაუბრებს...
- +

6 თებერვალი. 2018. 23:36


 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. უგულავას და ბოკერიას, რომელთა უშუალო ორგანიზებით და მონაწილეობითაც სასტიკად დაარბიეს ტელეკომპანია „იმედი", რეკლამირებას და მორალურ რეანიმაციას უწევს კვლავ ტელეკომპანია „იმედი".

 

უგულავა რომ მედიის თავისუფლებაზე ისაუბრებს, ეტყობა, რაღაცა მეშლება... და „იმედი" თავის დროზე ჩემნაირების დარბეულია. არც ბოკერიაა შუაში და არც უგულავა. ეს განურჩევლობა, ეს ვითომ წარსულის მივიწყების მცდელობა, ეს ახალი ტიპის კოჰაბიტაცია, ეს ღალატი, საბედისწერო ფინალით დასრულდება დღევანდელი ხელისუფლებისთვის. მანამდე განაგრძონ ჩახუტება ბოკერიასა და უგულავასთან. ეს მათი არჩევანია.

 

სამწუხაროდ, საზოგადოება ისეთი ატროფირებულია, ისეა ხელჩაქნეული, რომ მძაფრი რეაქცია აღარც უგულავაზე აქვთ და არც ციხის ჯალათებს დღევანდელი გასამართლება იპყრობს მედიის ყურადღებას. ამაზე, სწორედ ჩვენი მეხსიერების დაღლაზეა გათვლილი ბოკერია-უგულავას პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური მიზნები. დაიღლებიან, დაავიწყდებათ ჩვენი ბოროტი საქმეები, შეგვეგუებიან და ბოლოს... ბოლოს მოვალთ ხელისუფლებაში", - წერს ინაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner