საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ემსახურება.
მისი თქმით, პრემიერს თეთრ სახლში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. შეხვედრები გაიმართება წარმომადგენლობით პალატაში და სენატში საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან. პრემიერ-მინისტრი გააგრძელებს ვიზიტს აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში. კერძოდ, ჩიკაგოში, ბოსტონსა და ნიუ-იორკში. პრემიერი თვითონ წარადგენს პირადად იმ საინვესტიციო შესაძლებლობებს, რომელიც დღეს საქართველოშია", - განაცხადა ჯანელიძემ.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, საინვესტიციო პრეზენტაციებში მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ქართული კომპანიები.
„შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და აშშ-ს კერძო ინვესტიციების კომპანიებს შორის იგეგმება ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რომელიც შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯებს განსაზღვრავს. ეს არის ძალიან მნიშნელოვანი ვიზიტი. ჩვენ მოველით ძალიან მნიშნელოვან ნაბიჯებს ამერიკა-საქართველოს შორის ნდობის გაღრმავების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთანამშრომლობთ, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ამ ურთიერთობის მნიშვნელობას და ახალი შესაძლებლობებსი განხილვა მხოდება", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.