ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:
„არასოდეს გარდაცვლილი ადამიანის ფოტო არ დამიდია და არ „მიღლიცინია" - არც პოლიტიკოსის და არც მტრის... ახლა ერთი ჩემი კარგი „ფრენდის" კედელზე „საღლიცინოდ" დადებული მედიკო მეზვრიშვილის ფოტო ვნახე და თავი ვერ შევიკავე, იქაც დავაკომენტარე და აქაც მომინდა სტატუსით მეთქვა... გული მეტკინა, თუმცა არ ვიცნობდი მე იმ ქალბატონს, მაგრამ მისი გაკეთებული საქმეები დღესაც მხვდება თელავში, საგარეჯოში, დავით გარეჯში.... რომ არა მედიკო მეზვრიშვილი ერეკლეს ძეგლი არ იქნებოდა თელავში, არ იარსებებდა თელავის თეატრი, არ იქნებოდა დავით გარეჯი! საოცარ ისტორიებს ყვებიან მასზე, როგორი კეთილი, როგორი გულჩვილი, როგორი პატრიოტი იყო! ბოლოს კი როგორ მარტო, გაჭირვებაში გარდაიცვალა! არ შეიძლება ადამიანებოო ყველაფერზე „ღლიცინი"! შეიძლება ასი წელი ვიცხოვროთ და იმდენი ვერ შევძლოთ ქვეყნისთვის, რაც ერთმა ქალმა მედიკო მეზვრიშვილმა გააკეთა კახეთისთვის!" - წერს ჯღარკავა.