logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: რამდენიმე შეკითხვა „ნაცებს“...
- +

7 თებერვალი. 2018. 00:22


 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს:

 

„რამდენიმე შეკითხვა „ნაცებს" (ვიცი აზრი არ აქვს, მარა მაინც):

 

1. თქვენ ამბობთ, რომ შევარდნაძის დროს იყო მექრთამეობა და უმაღლესში ვერავინ აბარებდა „ჩაწყობის" გარეშე! თავად თქვენი უმრავლესობა არის სწორედ შევარდნაძის დროინდელი სტუდენტი! ანუ, თქვენ ყველამ „ჩაწყობით" აიღეთ დიპლომი?

 

მე პირადად თავისუფლად გეტყვით:- მტყუანის დედის...ზე ირბინა მაურინიომ, რაც მე პირადად და ჩემმა ძმამ, ასევე ჩემმა არაერთმა ნაცნობმა ისე ავიღეთ ორ-ორი დიპლომი თსუ-ში შევარდნაძის დროს, რომ კაპიკი არავისთვის მიგვიცია!

 

2. ყოველთვის, როდესაც ოპონენტი გეუბნებათ, რომ მიშას დროს ხდებოდა ტერორი და ბიზნესის უკანონო „გაწეწვა" თქვენ აპელირებთ:- „აბა, თუკი ეს ასე იყო, რატომ არ დააპატიმრეთ არავინ? რატომ არ წაუყენეთ ბრალი? ვინ არის აბა დაჭერილი?"

 

კარგი, მაგრამ, ჯერ ერთი - „ოცნების" ხელისუფლება თუ უნიათო და კოჰაბიტირებულია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენს დროს მასობრივი ტერორი არ ხდებოდა! მეორე - არაერთ თქვენს ყოფილ დიდ და პატარა ჩინოსანს აქვს წაყენებული ბრალი ამ კუთხით და ზის ციხეში!

 

მესამე! ყურადღება კითხვა:- თქვენ თავად იძახით სულ,  რომ შევარდნაძის დროს ქვეყანაში იყო საშინელი ქაოსი, ხდებოდა კანონ დარღვევები, ადამიანებს აგდებდნენ საპატიმროების ფანჯრებიდან. მექართამეობაში იხრჩობოდა მთელი მთავრობა! მოდით, მაშინ თქვენივე ლოგიკას მივყვეთ და თქვენს თავს დაუსვით კითხვა:- ვინ დაიჭირა თქვენმა ხელისუფლებამ ამ ბრალდებით? შევარდნაძის რამდენ ჩინოსანს აქვს წაყენებული ბრალდება ოფიციალურად? მხოლოდ დავით მირცხულავას და სულხან მოლაშვილს? და მათაც თქვენივე კონტროლში მყოფმა სასამართლომაც კი, ვერაფერი დაუმტკიცა!

 

ანუ, თუ თქვენ თქვენი მთავრობის „წმინდანობას" „სიკეთეს", „უდანაშაულობას" იმით ამტკიცებთ, რომ თქვენმა მომდევნო მთავრობამ არავინ დაიჭირა, მაშინ თქვენ რატომ არ ჩაყარეთ ციხეებში წინა მთავრობის ჩინოსნები?

 

3. თქვენ ხშირად გაიძახით:- სააკაშვილს რომ აყვედრით სიღარიბე ვერ აღმოფხვრაო! არ გახსოვთ რა ქვეყანა ჩაიბარაო? - კარგით! გვახსოვს! მაგრამ ხშირ-ხშირად რომ  ახსენებთ შევარდნაძის დროს ასე იყო ისე იყოო, გინდათ გაგახსენოთ შევარდნაძემ რა ქვეყანა ჩაიბარა?

იმედია youtube გაქვთ ხო?" - წერს სვანიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner