logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: ვერეს ხეობაში მიმდინარე მშენებლობაზე ნებართვა უგულავას მერობის დროს არის გაცემული!
- +

7 თებერვალი. 2018. 03:25



თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, ვერეს ხეობაში მიმდინარე მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს, გიგი უგულავას მერობის დროს არის გაცემული. ამის შესახებ ხმალაძემ გადაცემა „არჩევანში" ვერეს ხეობაში, სტიქიის ზონაში მიმდინარე მშენებლობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

 

„ამ მშენებლობაზე ნერბართვა 2013 წელს არის გაცემული, როდესაც თბილისის მერი გიგი უგულავა იყო. რამდენიმე სართული უკვე აშენებულია. ძნელია მიიღო გადაწყვეტილება ისეთი მშენებლობის შეჩერებაზე, სადაც რამდენიმე სართული უკვე აშენებულია. ამ საკითხზე ვმუშაობთ და თუ იქნება გამოვლინებები, რომ ეს არ შეძლება, ამასაც რაღაცას მოვუფიქრებთ. ამ შენობის დანიშნულება არის სასტუმრო-რესტორანი და არა საცხოვრებელი სახლი. სტიქიის ზონა ეს არ არის, ნაწილობრივ ხვდება შეტბორვის ზონაში", - განაცხადა ხმალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner