თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ, თბილსის გენგეგმასთან დაკავშირებით გადაცემა „არჩევანში" ისაუბრა. ხმალაძე ოპონენტების საპასუხოს აღნიშნავს, რომ გენგეგმის გაჭიანურება არ ხდება.
„როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ. ძნელია, მიიღო გადაწყვეტილება ისეთი მშენებლობის შეჩერების და პრობლემის მოგვარების, სადაც რამდენიმე სართული უკვე აშენებულია," - განაცხადა ხმალაძემ.
ირაკლი ხმალაძე ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ მერიაში მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არქონის გამო არ მიიღეს.
ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, რომ სტრუქტურული რეფორმა 22 თებერვლიდან ძალაში შედის.