logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: 2%-იანი პარტიების კვალიფიციურ სუბიექტებად გამოცხადება წინგადადგმული ნაბიჯია !
- +

25 აპრილი. 2016. 12:27



უმრავლესობის მზაობას, 2%-იანი პოლიტიკური პარტიების კვალიფიციურ სუბიეტებად გამოცხადებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.



„2%-იანი პარტიების კვალიფიციურ სუბიექტებად გამოცხადებას წინგადადგმულ ნაბიჯად ვაფასებ. ძალინ ბევრი პარტია არსებობს საქართველოში, რომელსაც არ აქვს საშუალება, ჩაერთოს საარჩევნო პროცესებში. ამ ბარიერის დაწესება კი მათ საშუალებას მისცემს, უფრო აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში.

 

ბარიერის უფრო დაწევაც შეიძლება და 1%-მდე ჩამოყვანა", - განაცხადა ძაბირაძემ.


რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ძაბირაძის თქმით, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, უმჯობესია პროპორციული სისტემა, ხოლო ხელისუფლებისთვის კი შერეული სისტემაა უფრო მისაღები.


„აქ ქვეყნისა და პარტიული ინტერესები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მთავარია, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზანი უნდა იყოს არა ის, ვინ მოხვდება პარლამენტში, არამედ ის, რომ პოლიტიკური ცხოვრება გაჯანსაღდეს ქვეყანაში", - განაცხადა ძაბირაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner