logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი გიგი უგულავას: კომკავშირელები და კმარელები თქვენკენ მოიკითხეთ!
- +

7 თებერვალი. 2018. 10:21


 

„თქვენ ხართ ერთი რიგითი გაქსუებული დამნაშავე ჩინოვნიკი, რომელმაც თბილისი ჩიხში შეიყვანა", - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან" ვატო შაქარაშვილმა დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას გადაცემა „არჩევანში". შაქარაშვილის თქმით, უგულავა არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ქალაქის განაშენიანება და ხელისუფლებას დღეს უწევს დერეგულირების შედეგად დატოვებული ნაღმების გამოსწორება.


„კომკავშირელები და კმარელები თქვენკენ მოიკითხეთ. თქვენი რებრენდინგით და ცისფერი ჰალსტუხით ვერავის შეიყვანთ შეცდომაში, თქვენ ბრძანდებით ერთი რიგითი დამნაშავე ჩინოვნიკი. მე მესმის, რომ დემოკრატიას გარკვეული სახდელები აქვს, ჩვენც გვმართებს მოთმინება და საზოგადოებასაც, მაგრამ ძალიან აუტანელია ვუყურო თქვენს ძალიან მშვიდ სახეს, როდესაც ქალაქის პრობლემებზე საუბრობთ, იმიტომ, რომ ამ გამოუვალ მდგომაროებაში თბილისი თქვენ შეიყვანეთ", - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner