logo_geo
eng_logo
ანტონიუ გუტერეში: „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს
- +

7 თებერვალი. 2018. 11:39



გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" დამარცხდა და დაფინანასების 90% დაკარგა, თუმცა კვლავინდებურად წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს.


გუტერეშმა ქვეყნებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიფხიზლე ტერორიზმთან ბრძოლაში.

 

„მიუხედავად იმ წარუმატებლობისა, რომელსაც ბოლო დროს „ისლამური სახელმწიფო" განიცდის, ეს დაჯგუფება და მისი განშტოებები ჯერ კიდევ წარმოადგენენ სერიოზულ საფრთხეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში", - განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.


ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, „ისლამურმა სახელმწიფომ" უარი თქვა ტერიტორიების დაკავებასა და შენარჩუნებაზე და კვლავინდებურად აქცენტს საგარეო ტერაქტებზე აკეთებს.


ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დაჯგუფებამ სტრატეგიული მარცხი განიცადა ერაყში, სირიის არაბულ რესპუბლიკასა და ფილიპინების ჩრდილოეთში, რის გამოც იძულებული გახდა, დაეტოვებინა ძირითადი პუნქტები.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner