არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს თავს დაესხნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმა მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაჭრილისა და ერთი გარდაცვლილის შესახებ.
მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.
„პრაიმტაიმის" ინფორმაციით კი, მოკლულია დოდო გუგეშაშვილის შვილი.
„დიღმის მასივში, საკუთარ სახლში, დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი მოკლეს, დოდო გუგეშაშვილი კი, სავარაუდოდ, დაჭრეს. ადგილზე პოლიციაა. ტერიტორია შემოსაზღვრულია", - ნათქვამია „პრაიმტაიმის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.