logo_geo
eng_logo
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, პირი, რომელმაც დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ესროლა, ოჯახს იცნობდა
- +

7 თებერვალი. 2018. 13:16



გამოძიების პირველადი ვერსიით, პირი, რომელმაც დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ესროლა, მათ იცნობდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

 

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენსა და დოდო გუგეშაშვილის ოჯახს ნაცნობობა აკავშირებდა", - აღნიშნეს შსს-ში.


დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს თავს ცოტა ხნის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მისი შვილი გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილს კი, რომელიც გულმკერდის არეშია დაჭრილი, ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner