logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მაჟორიტარიზმზე უარის თქმის ეტაპი ჯერ არ დამდგარა
- +

25 აპრილი. 2016. 12:59



საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გიორგი ვოლსკის განცხადებით, მაჟორიტარიზმზე უარის თქმის ეტაპი ჯერ არ დამდგარა.



ამ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციის პოზიცია ხშირ შემთხვევაში არამარტო დესტრუქციულია, არამედ დამაზიანებელიცაა და რყევების შექმნის მცდელობას უფრო უკავშირდება, ვიდრე საღი აზრის გამარჯვებას. ის პოზიცია, რაც დღეს გვაქვს მაჟორიტარებთან დაკავშირებით, უცხო არ არის არც ერთი განვითარებული დემოკრატიისთვის. მაჟორიტარიზმი თემაა, რომელიც ქვეყანას სჭირდება, რათა მისი რეგიონების წარმომადგენლობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იყოს გარანტირებული, ისევე როგორც ეს თუნდაც აშშ-ში ან ბევრ ევროპულ ქვეყანაშია, თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პარტიები განვითარდებიან იმდენად, რომ არ ექნებათ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე შენარჩუნების პრობლემა, არამედ ექნებათ საზოგადოებისთვის საინტერესო პროგრამები; ამასთანავე, ადგილობრივი ხელისუფლებები, რომლებიც პირველად ავირჩიეთ, იქნებიან გაცილებით უფრო ძლიერნი, რათა რეგიონი ღირსეულად წარმოადგინონ ცენტრალურ ორგანოებში. ასე რომ, ეს ბალანსი - საზოგადოების პოლიტიკური ჩამოყალიბება ამ მიმართულებით, უნდა იქნას უზრუნველყოფილი იმ მომენტისთვის, როცა ჩვენ უარს ვიტყვით მაჟორიტარიზმზე. ვფიქრობთ, რომ ეს ეტაპი ჯერ არ დამდგარა", - განაცხადა ვოლსკიმ.


აღსანიშნავია, რომ ოპოზიციას შეგროვებული აქვს 200 000 ხელმოწერა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად, რომელიც 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს, თუმცა ვოლსკი მიიჩნევს, რომ ეს არ არის საკმარისი არგუმენტი აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების სასარგებლოდ.



მისი განცხადებით, „არანაირი პრობლემა არ არსებობს, რომ „მეორე და მესამე 200 000 ხელმოწერა შეგროვდეს".



ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ 113 ხმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ალეტერნატიულ წინადადებას არ შეუგროვდება და არავითარი პოლიტიკური ინსინუაცია იმაში არ არის, რომ ჩვენ ვეცადოთ, ამ 113 ხმის შეგროვება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner