logo_geo
eng_logo
გერმანიას ახალი კოალიციური მთავრობა ჰყავს
- +

7 თებერვალი. 2018. 14:15



გერმანიის ფედერაციას ახალი კოალიციური მთავრობა ჰყავს. ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters და გერმანული გამოცემა „Spiegel" ავრცელებენ. ბუნდესტაგში ჯერჯერობით ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა.


ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და მარტინ შულცის „სოციალ-დემოკრატიული პარტია" იმ საკითხებზე შეთანხმდნენ, რაც მთელი ოთხი თვის განმავლობაში მათ კოალიციის ფორმირებაში აფერხებდა.


სესია „ქრისტიან-დემოკრატებსა" და „სოციალ-დემოკრატებს" შორის რამდენიმე საათი მიმდინარეობდა, რომელიც გვიან ღამით დასრულდა, დილით ადრე კი კვლავ განახლდა.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner