ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.
„ამჟამად პაციენტი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ოპერაცია ჩატარდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო - გულმკერდის გამჭოლი ჭრილობა იყო. შესაბამისი სირთულის ოპერაცია ჩატარდა, ამჟამად სტაბილურია. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება", - განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.