შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე დოდო გუგეშაშვილის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს შემთხვევის ადგილზე გაეცნო.
კახაბერ საბანაძის განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. მისი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, მისი შვილი კი დაიღუპა.