შინაგან საქმეთა სამინისტრო დოდო გუგეშაშვილის საცხოვრებელ ბინაში გადაღებულ რამდენიმე ფოტოს ავრცელებს. ფოტოების მიხედვით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმა, სავარაუდოდ, სამზარეულოში მოხდა.
როგორც ცნობილია, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით თავს დაესხნენ. დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს.