logo_geo
eng_logo
სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო
- +

7 თებერვალი. 2018. 18:41



ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ  სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებული დ.ტ. დამნაშავედ სცნო  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.


„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2017 წლის 23 ნოემბერს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ტ.-მ ყოფილ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სახის არეში ხელი დაარტყა. დ.ტ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

სამართალდამცველებმა დ.ტ. 2017 წლის 24 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა. ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ  დ.ტ.  სრულად  სცნო  დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში  და  სასჯელის  სახედ  და  ზომად  1  წლით  თავისუფლების  აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც მსჯავრდებული 6 თვეს  პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობით 1 წლით გამოსაცდელი ვადით", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner