ჟურნალისტი ირაკლი შონია დოდო გუგეშაშვილის შვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„მე არ მინდა იმ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც ადამიანებს კლავენ! ვინც არ უნდა იყოს! სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არ მოხდებოდა! ამისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი ორგანოები, სასამართლო და ციხე! იმ ციხეშიც კი ნებისმიერ პატიმარს მოვალეობებთან ერთად უფლებებიც აქვს! ჩვენ კი პუტჩის შემდგომ მივიღეთ ტერორისტული, განგსტერული ქვეყანა და სამშობლოც დავკარგეთ!
არავინ შემედავოს რომ მხედრიონი რას სჩადიოდა! კარგად მომეხსენება და არავის შეხსენებას არ ვსაჭიროებ! მაგრამ დღეს გულშეძრული ვარ, როდესაც დედის თვალწინ (ვინც არ უნდა იყოს) კლავენ შვილს! უზომოა მწუხარება და თუ ვინმეს ეს გაუხარდა, სისხლი სისხლის წილ და თვალი თვალის წილ, ვერასოდეს ვერ იქნება კეთილშობილი ადამიანი! ჯალათები ბევრი გვინახავს, მაგრამ სულის შვება ვერ იქნება ვინმეს სიკვდილი ასეთი შემზარავი ფორმით!
მე ვიცნობდი დოდო შვილს და უწესიერესი ბიჭი გახლდათ.
შემზარავია ყოველივე დახვრეტა თავში ნასროლი ხუთი ტყვიით დედის თვალწინ... ასეთ უკიდეგანო უბედურებას ვერავის ვუსურვებ! მტერსაც კი! გაოგნებული ვარ და მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს ამ შემთხვევაში მაინც ემსახურეთ თქვენს პროფესიას, გეყოთ ვაჟკაცობა და დაუყოვნებლივ მოახერხეთ საქმის გახსნა და დამნაშვის დაკავება!" - წერს შონია.