logo_geo
eng_logo
ნოდარ ჯავახიშვილი: ავტობანი ფასიანი უნდა ყოფილიყო!
- +

25 აპრილი. 2016. 13:05




რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, „ჩვენ არ ვართ ის სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება ჩინეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს თუ სხვებს უკეთოს უნიკალური გზები, მათ უნდა იხადონ ამ გზით სარგებლობისთვის".



ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთი-არგვეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ პირველ მონაკვეთზე დეტალური დიზაინის პროექტისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდება, ხოლო მაისის ბოლომდე  ტენდერების გამოცხადება, სავარაუდოდ, მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთებზეც მოხდება.



იმედია, რომ მომავალი წლის დასაწყისში გვექნება სრულყოფილი პროექტი და გამოვავლენთ გამარჯვებულ სამშენებლო ორგანიზაციებს თითოეულ ამ მონაკვეთზე, რომლებიც განახორციელებენ მშენებლობას. 2020 წლამდე ჩვენ არა მარტო რიკოთის გვირაბი, არამედ მთლიანად E-60, E-70 ავტომაგისტრალი უნდა დავამთავროთ. რაც შეეხება ალტერნატივას, ესეც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩუმათელეთიდან ხარაგაულზე და ზესტაფონში იქნება ალტერნატიული გზა და დიდი ალბათობით, ამას მომავალი ხელისუფლება გადაწყვეტს 3,5 წელიწადის მერე, თუ რა პირობებით იქნება და იქნება თუ არა ეს ფასიანი.

მე თუ მეკითხებით, როგორც დღეს მოქმედ მინისტრს, გეტყვით, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს ფასიანი და უფრო მეტსაც გეტყვით, საერთოდ ეს ავტობანი თავიდან ბოლომდე უნდა ყოფილიყო ფასიანი და ეს ნუ აშინებს ქართველებს, რადგან ჩვენ აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი ვართ. ამ ავტობანით დიდ ნაწილში არაქართველებმა უნდა ისარგებლონ. ჩვენ არ ვართ ის სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება ჩინეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და სხვადასხვას ვუკეთოთ უნიკალური გზები. მათ უნდა იხადონ ამ გზით სარგებლობისთვის და უზარმაზარი ვალის დაფარვის ერთ-ერთი წყარო, რომელიც სახელმწიფოს დარჩება ამ გზიდან, ესეც უნდა იყოს", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner