ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა დოდო გუგეშაშვილის ტრაგედიას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„მთელი დღეა დათრგუნული ვარ გუგეშაშვილის ამბით, სტატუსების წერაც კი არ მინდა... ძალიან ცუდი ამბავი მოხდა... მიკვირს იმ ადამიანების ვინც შურისძიებაზე საუბრობს და ირიბად სისულელეებს პოსტავს... ერი აშკარად ავადაა! აფხაზეთის ომში მეომარ ქალს შვილი თვალწინ მოუკლეს... რა მხედრიონზე და რა ბოდვებზე საუბრობთ ხალხო! საშინელი ტრაგედია მოხდა! ალბათ ჯობდა თავადაც ცოცხალი არ დარჩენილიყო! მისი ცხოვრების აზრი ხომ მისი ერთადერთი შვილი იყო, ღმერთო ყველა დედა დაიფარე!" - წერს ჯღარკავა.