logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: ქურდთან ავიდეთ და საქმე გადავწყვიტოთ - ეს უკვე დასჯადი იქნება!
- +

7 თებერვალი. 2018. 22:20


 

„ქურდთან ავიდეთ და საქმე გადავწყვიტოთ - ეს უკვე დასჯადი იქნება", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა რადიო „პალიტრის" გადაცემა „რეზიუმეში" განაცხადა.


„ქურდული შეკრების ორგანიზება, მათ შორის ჩვეულებრივი მოქალაქის მიერ, რომელიც ქურდული სამყაროს წევრი არ არის და არც „კანონიერი ქურდია", უკვე დაისჯება. ქურდული სამყაროს წევრის მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით - იქნება ეს ფიზიკური დახმარება თუ მატერიალური მხარდაჭერა, დაისჯება. ეს არის მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა გავააქტიუროთ. თუკი კანონიერი ქურდი საქართველოში ჩამოვა, რა თქმა უნდა, დავაკავებთ, რადგან კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრობა, დანაშაულია. ასევე, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ როგორც სხვა დანაშაულებზე გვჭირდება საკმარისი მტკიცებულებები, ასევე გვჭირდება საკმარისო მტკიცებულება ამ შემთხვევაშიც. კანონიერ ქურდობასაც დადასტურება სჭირდება. ქურდული სამყაროს წევრობასაც დადასტურება სჭირდება. არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ამას ადასტურებს. არსებობს შესაბამისი ჩვენებები, რომელიც ამას ადასტურებს. ეს არის გამოძიებისა და მტკიცების პროცესი", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner