უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სიყვარულს და სიხარულს ვეღარ გრძნობთ თქვენს მიმართ?
ბოლოს როდის გაიხარეთ სხვისი სიხარულით და ბოლოს როდის გაეცით სიყვარული?
აი ამაზე დაფიქრდით და იპოვით პასუხს იმ კითხვაზე, თუ რატომ ხართ განსაცდელში...
ვეღარ ვცნობ ჩემს ქვეყანას...
ვეღარ ვცნობ და გული მტკივა ამდენ ღვარძლით სავსე კომენტარებს, რომ ვკითხულობ....
არადა ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ ვისი შემწყნარებლობითი ხასიათი და ბუნება საუკუნეებს, რომ ითვლის....
რამ გამოიწვია ერის ნაწილის ასეთი დეგრადაცია?
გაჭირვებას ნუ მიაწერთ ყველაფერს, უფრო ძალიან გვიჭირდა ათეული თუ ასეული წლების წინ მაგრამ ასეთი გაბოროტებული საზოგადოება არ ახსოვს ისტორიას რაც დღეს ხდება...
ადამიანის სიცოცხლის ფასი იმდენად გაუფასურდა, რომ კაცის კვლა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ყოველდღიურ ცხოვრებაში...
სხვის უბედურებას უფრო მეტი მეხოტბე და გახარებული ადამიანი ჰყავს ვიდრე სხვის სიხარულს...
მე ასეთ საქართველოს არ ვიცნობ და არ მინდა....
მე მენატრება ის საქართველო სადაც სამშობლო და ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ღირებული და ფასეული იყო..." - წერს ბერიკაშვილი.