logo_geo
eng_logo
სერგეი სტანიშევი: დღეიდან „ქართული ოცნების“ საქმიანობა ჩვენი საქმიანობაა
- +

22 თებერვალი. 2016. 13:32



ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტმა სერგეი სტანიშევმა პარტია „ქართული ოცნების" ოფისში პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, ევროპის სოციალისტური პარტია კოალიცია „ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში მხარს დაუჭერს. სტანიშევმა განმარტა, რომ დღეს კახა კალაძესთან შეხვედრაზე განიხილეს გზები, თუ როგორ შეიძლება უფრო ახლოს ითანამშრომლონ ევროპის სოციალისტურმა პარტიამ და „ქართულმა ოცნებამ":


„დღეიდან „ქართული ოცნების" საქმიანობა ჩვენი საქმიანობაა. ვისაუბრეთ, როგორ დაუჭერს მხარს ევროპის სოციალისტური ოჯახი მათ არჩევნებზე. ზოგჯერ ხალხს ავიწყდება, რა იქნა მიღწეული, ხალხს აქვს უფლება, მეტის მოლოდინი ჰქონდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, შევახსენოთ, სად იყო საქართველო 3 წლის წინ და სად არის ახლა. საქართველო უფრო მეტად დემოკრატიული ქვეყანა გახდა იმასთან შედარებით, რაც იყო წინა პერიოდში. ჩვენ აქ ვიქნებით იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს მეგობარ პარტიას", - განაცხადა სერგეი სტანიშევმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner