საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების 26-ე ტურში, „პარკი არენაზე" ადგილობრივმა ფოთის „კოლხეთმა" თბილისის „დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით - 3:1 დასრულდა. კოკა სეფიაშვილის კარში გოლები გიორგი ქვილითაიამ, ჯაბა ჯიღაურმა და რენე ფერეირამ გაიტანეს. ფოთელთაგან კი თავი ომარ გოგონაიამ გამოიჩინა.
ამ გამარჯვებით თბილისის „დინამომ" ქვეყნის ჩემპიონობა მეთექვსმეტედ მოიპოვა.
„კოლხეთი" - „დინამო" (თბილისი) 1:3 - მატჩის ვიდეომიმოხილვა:
26-ე ტურის სხვა შეხვედრები:
„ჩიხურა" - „სამტრედია" 1-1
გოლები: ჭანკოტაძე (32'), იოსელიანი (75')
„ტორპედო" - „სიონი" 1-0
გოლი: კუხიანიძე (85')
„დინამო" (ბათუმი) - „შუქურა" 2-2
გოლები: კომაზეცი (25'), თარხნიშვილი (პენ. 26'), შონია (43'), ურიდია (81')
„ცხინვალი" - „გურია" 0-0
„დილა" - „საპოვნელა" 3-1
გოლები: ღონღაძე (14'), ბუხაიძე (64'), ნონიკაშვილი (86'), მოდებაძე (88')
„ზუგდიდი" - „ლოკომოტივი" 1-1
გოლები: ტყემალაძე (45'), დიასამიძე (73')
„მერანი" - „საბურთალო" 2-5
გოლები: რუხაძე (13'), ჩიმაკაძე (18'), გოშთელიანი (51'), გოშთელიანი (56'), ჩიმაკაძე (76'), ხარაიშვილი (78'), ცაწკრიალაშვილი (90')