logo_geo
eng_logo
კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორ ფარმან ჯეირანლის სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- +

8 თებერვალი. 2018. 14:01



კლინიკა „ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია ქოქიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.


მოსამართლემ ფარმან ჯეირანლი წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდში გაამტყუნა და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაც შეეხება სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას, ამ ეპიზოდში ჯეირანლი გამართლდა.


კლინიკა „ლანცეტის" დირექტორს ფარმან ჯეირანლის პროკურატურა პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებოდა.


კლინიკა „ლანცეტში" ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია 2016 წლის მარტში ჩატარდა. ორივე ოპერაცია ფატალური შედეგით დასრულდა. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე დაიღუპნენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner