საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი მიიჩნევს, რომ კოალიციის დაშლა ლოგიკური იყო და „ალიასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ „ზოგიერთ წევრს გადამეტებული მადა აღმოაჩნდა".
„ივანიშვილმა რაც გააკეთა, კარგადაც მოიქცა და იცით, რატომ? როცა თქვა, ხელისუფლება კოალიციის წევრებმა გადაინაწილეთო. ვიღაც „სიმონები" და „ფრაერები" მაგაზე ავარდნენ და მადა ჭამაში მოუვიდათ - „მაიტა, მაიტას " გაიძახდნენ და ვერ გაძღნენ. ფრაქციის შიგნით ხშირად მქონია კამათი იმაზე, ვამტკიცებდი, რომ ასე არ შეიძლება. რაც მოხდა ლოგიკურია, მაგრამ ქართველ ამომრჩეველს ვეუბნები, ჩემო ხალხო, გვაპატიეთ, სამწუხაროდ, კოალიცია სახადი იყო და უნდა მოგვეხადა", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.