logo_geo
eng_logo
შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
- +

8 თებერვალი. 2018. 14:16



შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული რ.კ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


„სამართალდამცველებმა, რუსთავში, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის და მისი პირადი ჩხრეკისას 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ბრალდებულის მიერ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გადამალული 1 შეკვრა ჰეროინი.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner