logo_geo
eng_logo
შსს-მ ნაძალადევში, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო
- +

8 თებერვალი. 2018. 16:29


მე-12 საშუალო სკოლისა და კერძო სკოლა „ლამპარის" მოსწავლეებს შორის დაპირისპირებაზე გამოძიება დაწყებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა ინციდენტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მიიღო სხეულის დაზიანება და გადაყვანილია საავადმყოფოში.


გამოძიება სსსკ-ს 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner