მე-12 საშუალო სკოლისა და კერძო სკოლა „ლამპარის" მოსწავლეებს შორის დაპირისპირებაზე გამოძიება დაწყებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა ინციდენტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მიიღო სხეულის დაზიანება და გადაყვანილია საავადმყოფოში.
გამოძიება სსსკ-ს 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.