logo_geo
eng_logo
„ლესტერი“ ტიტულს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
- +

25 აპრილი. 2016. 13:50



ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტურში, გათამაშების ლიდერმა „ლესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე „სოუნსი სიტი" გაანადგურა - 4:0. ამ გამარჯვებით კლაუდიო რანიერის შეგირდები ნანატრ ტიტულს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.

 

„მელიების" რიგებში დუბლი არგენტინელმა ლეონარდი ულიოამ შეასრულა, თითო ბურთი საკუთარ აქტივს კი რიად მაჰრეზმა და მარკ ილბრაიტონმა შემატეს.

 

ამ გამარჯვებით „ლესტერს" მიმდინარე გათამაშებაში 76 ქულა დაუქროვდა და ამ დროისათვის მთვარ კონკურენტ „ტოტენჰემს" 8 ქულით უსწრებს, თუმცა „დეზებს" 35-ე ტურის მატჩი ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვთ. მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" უმასპინძლებენ.

 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner