ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„არ მინდოდა დამეწერა, მაგრამ დღის ბოლოს მაინც გადავწყვიტე, დამეწერა (ვეცადე მოკლედ): - მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდები კომენტარებს, ვკითხულობ გამოხმაურებებს, ვათვალიერებ საზოგადოების აზრს, ცნობილების, არაცნობილების და აი, რის თქმა მომინდა - ვისაც ნოდოს სიკვდილი გაგიხარდათ და ვისაც დოდოს ცოდვების მოკითხვა გაგისწორდათ, იგივე განგეცადოთ თქვენც და იმავე განცდებით გეცხოვროთ, როგორითაც დოდო გუგეშაშვილი იცოცხლებს გამოჯანმრთელების მერე! „მხედრიონი" მკვლელების და ნარკომანების ბუდეა, არაა? „მხედრიონი" სამეგრელოს დამაწიოკებელი, არაა?! დოდო გუგეშაშვილი რისხვა, არაა?! - და, ასე, საჯაროდ გაგახარათ დოდოს შვილის სიკვდილმა, არაა? - ასეც, რომ იყოს... გაჩუმდით! ცოტახნით მაინც გაჩუმდით და თქვენთვის ჩაიკალით თქვენი სიხარულის ყიჟინა გულში! დედას ომი მოუგეთ, არაა, გმირებო?! - ავტომატის ხმის გაგონებაზეც რომ ბუჩქებში იმალებოდით - ეს, ქალი ომში... ომობდა! ომში-თქო! ომშიიი! თქვენ იცით, რა არის, თქვე ლაჩრებო, ომი?! ამ ქალმა - იცის! ჰოდა, გიხაროდენ დოდო გუგეშაშვილის ამბავი, საჯაროდ გიხაროდენ!.. ფუ!.." - წერს ჩუბინიძე.