ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვინც იტყვის, რომ ზვიადის ხელისუფლების დამხობა სწორი იყო - უკვე ავადმყოფია, იმდენი სისხლის ფასად რამე თუ სწორად მიაჩნია! აწი, სწორი ერთადერთი რამეა: დააშავა? დააყაჩაღა? მკვლელი იყო? - დაედოს ხელი და დაისაჯოს... აღარ უნდა პოლიტიკური განცხადებები! საშინელება მოხდა... ქართველთა ხელით უნდა დასრულდეს და სამომავლოდ ეგეთი რამ აღარ განმეორდეს", - წერს თოფურია.