logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ადამიანთა ნაწილი მხოლოდ სხვების ცოდვების აწონვითაა დაკავებული - ჩვენსას მივხედოთ!
- +

8 თებერვალი. 2018. 22:04



პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთი ისტორია გამახსენა დღევანდელმა დღემ. 90-იანი წლებია. 20-21 წლის ვარ. დამპატიჟეს წვეულებაზე. ძირითადად, გაუთხოვარი მანდილოსნების საზოგადოებაა. გადაუარეს მთელ თბილისს. ვისაც იცნობდნენ და არ იცნობდნენ, ყველას კბილი წაკრეს. ისეთ ხალხზე ამტკიცებენ რაღაცა სისულელეს, წარმოდგენა რომ არა აქვთ მათ ცხოვრებაზე. ჩვეულებრივი სკაა, მდედრი კრაზანების. დავიღალე. გაქცევა მინდა და ამ გაუგებრობას თავს ვერ ვაღწევ. გონებაში იესოს ლოცვის კითხვა დავიწყე და , თურმე, რაღაცა მომენტში ხმამაღლა გავიმეორე: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმერთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი". ყველა გაიტრუნა. წამოვედი. მეორე დღეს ამ ოჯახის მასპინძელი მეუბნება: იცი, შენზე რა თქვესო?! კაცო, ჩვენ ვის ვჭორავდით, ამას რამდენი ცოდვა ჰქონია ჩადენილი, სამჯერ გაიმეორა: „უფალო, შემიწყალე მე, ცოდვილიო". ცოდვილი როგორ არ ვიყავი, ადამიანი ცოდვითდამძიმებული იბადება, მაგრამ იმ კრაზანებს თუ ჩემი ცოდვილი სული გააკვირვებდა, ამას როგორ ვიფიქრებდი.

 

ადამიანთა ნაწილი მხოლოდ სხვების ცოდვების აწონვითაა დაკავებული. ყველამ ჩვენსას მივხედოთ. ჩვენსაზე ვიდარდოთ. ჩვენი გამოსწორებისთვის ვიშრომოთ, არ იქნებოდა ცუდი. თორემ ვისი ცოდვა-მადლი როგორ აიწონება, ამას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ. ვინც განსაზღვრავს, დარწმუნებული ვარ, იცით", - წერს ინაშვილი.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner