logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავამ ელისო კილაძეს უჩივლა!
- +

8 თებერვალი. 2018. 22:17


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „ქრონიკა +"-ის მთავარ რედაქტორ ელისო კილაძესთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გაგიჟებული მოვარდა ჩემი ძმიშვილი, იქით გადარეულია ჩემი რძალი, რომელიც საერთოდ არ იცნობს ელისო კილაძეს! არც იცის ვინაა და მის კედელზე ხედავს თავის 6 თვის ბავშვის ფოტოს, რომლის ქვემოთ ათასი ბინძური კომენტარია ჩემი ოჯახის მიმართ! მე და ჩემი ძმიშვილი წავედით დიღმის პოლიციის განყოფილებაში და დაწერა განცხადება, ხვალ დილით ადვოკატი ლალი აფციაური და ჩემი რძალი პროკურატურას მიმართავენ! მივმართავთ ბავშვთა უფლებების დაცვის და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, ამერიკის საელჩოს, ბავშვის სახე რატომ არაა დაფარული, ელისო კილაძემ კი წარმოადგინოს ერთი ფოტო რომელიც მე დავდე ოდესმე ან მისი დედის, ან მისი შვილების, ან მისი ძმის ან მისი შვილიშვილის! ჩემს კოლეგებს კი რომელიც ოდესმე მიიწვევენ ელისო კილაძეს გადაცემებში, ვთხოვ აუცილებლად აუფრიალონ ეს ფაქტები! ეს ქალი არის ჟურნალისტიკის სირცხვილი, ეს ქალი არის სატანა!" - წერს ჯღარკავა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner